მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეების წახალისებას აქტიურად ჩაერთონ გარემოსდაცვით აქტივობებში.
1-22 სექტემბერს კი, მოსწავლები „მარნეულის დასუფთავების დღეს“ შეუერთდნენ. სკოლის აქტიური მოსწავლეები პედაგოგ გიუნაი იბადოვის ხელმძღვანელობით, აქტიურად ჩაერთნენ კამპანიაში.
მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია, ჯამში შეგროვდა დაახლობით 4 ტომარა ნარჩენი და განთავსდა ნაგვის ურნებში.
დასუფთავების აქციაში მონაწილეობდა 12 მოსწავლე.
პროექტის ხელმძღვანელები მადლობას უხდიან კიროვკის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და გამორჩეულ მასწავლებელს გიუნაი იბადოვას „მარნეულის დასუფთავების დღეში“, აქტიური მონაწილეობისთვის.