ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეების ეკოცნობიერების ამაღლებას.
ამჯერად, VIბ და VIIIბ კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგის ლალი დალაქიშვილის ხელმძღვანელობით, დასუფთავების აქცია გამართეს.
მოსწავლეებმა აქცია პროექტის - „დაასუფთავე შენი ქალაქი“, ფარგლებში ჩაატარეს და სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
ბავშვებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავიანთი წვლილი შეიტანონ სუფთა გარემოს შენარჩუნებაში.