„პოზიტიურია სასკოლო გარემო, სადაც სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი ღირებული და დაფასებულია“ - როზა შენგელია, ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი 
22-11-2024

როზა შენგელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის გერმანული ენის პედაგოგია, რომლისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანია ასწავლიდეს ისეთ გარემოში, სადაც ურთიერთპატივისცემა ფასობს, სადაც მოსწავლეები და მასწავლებლები დაფასებულები არიან, თავის მხრივ ზრუნავს, რომ მოსწავლეებს სწორედ ასეთი ჰარმონიული გარემო შეუქმნას და თეორიულ ცოდნის გადაცემასთან ერთად, მათთვის სასკოლო ცხოვრება თავგადასავლებით სავსე სამყაროდ აქციოს. 

იხილეთ, ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ როზა შენგელიასთან: 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს... 

- ურიერთერთპატივისცემაზე დაფუძნებულ სასკოლო გარემოს, სადაც სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი გრძნობს, რომ ის ღირებული და დაფასებულია.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ურთიერთგაგება, სითბო და ურთიერთპატივისცემა.

-  ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- მათ უხარიათ ერთმანეთის წარმატება, არიან მოტივირებულები და მიზანდასახულები.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- ერთიან, შეკრულ, წარმატებაზე ორიენტირებულ გუნდს.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- მოსწავლეებისთვის ვიყო მაგალითი, მოტივატორი, მეგობარი და მრჩეველი.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- რ.ჯ. პალაციოს - „საოცრება“.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- შემეცნებითი ღონისძიებები, ვიქტორინები ...

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203