ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში შავი ზღვის საერთაშორისო დღე შემეცნებითი ღონისძიებით აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში ჩატარდა ღონისძიება, სახელწოდებით - „ჩემი თვალით დანახული შავი ზღვა“, რომელშიც დაწყებითი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას მასწავლებლები: ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ.
მოსწავლეებმა მიიღეს ახალი და მათთვის უცნობი ინფორმაცია, გაეცნენ ამ დღის დაარსების ისტორიას და მიზანს.
იხილეთ ფოტოები: