გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, მოსწავლეებმა სოციალურ მუშაკთან ერთად, შეხვედრა ჩაატარეს, რომლის თემაც იყო - სოციალური მუშაობა და ოკუპაციური თერაპია. შეხვედრა დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობითა და ინფორმაციით, სამიზნე აუდიტორია კი, საშუალო საფეხურის მოსწავლეები იყვნენ.
ტრენინგ-კურსი პროექტის - „ახალგაზრდების ჩართულობა სოციალური სერვისების მიწოდებაში“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტს ახორციელებს CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთან, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC) და ქვემო ქართლის მედიასთან (KKM) თანამაშრომლობით.
„სათემო ელჩები დაესწრნენ მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებულ 5 დღიან ტრენინგ-კურსს“,- ამბობენ სკოლაში.