ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო საზოგადოებას სიამაყის საფუძველს ხშირად აძლევენ.
ამჯერად, სკოლაში მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეების - ალბერტ პოდოსიანის, ჰაკობ ტერ-ხაჩატრიანისა და ნარეკ პოდოსიანის მიღწევით ხარობენ. მოსწავლეები იტალიაში, მილანში გამართულ კიკბოქსინგის შეჯიბრში მონაწილეობდნენ.
მათ სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს და დიდ წარმატებას მიაღწიეს. მოსწავლეებმა I, II და III ადგილები დაიკავეს.
აღსანიშნავია, რომ წარმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. მათ სკოლის დირექტორმა - აიდა ჩახოიანმა მიულოცა, მადლობა გადაუხადა და წარმატებები, მიღწევები და გამარჯვებები უსურვა.
იხილეთ ფოტოები: