ფრიდონ თურმანიძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, სკოლაში, ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა მერისში“ გაიმართა. მოსწავლეებმა წელიწადის ფერადი სეზონის თავისებურებები შემოქმედებითი ნომრებისა თუ ნამუშევრების საშუალებით გადმოსცეს.
მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო გარემო ზღაპრულად იყო მორთული, რამაც საერთო განწყობა კიდევ უფრო აამაღლა. ადგილზე ნახავდით როგორც შემოდგომის ნობათს, ასევე ფერად ფოთლებსა და შესაბამის დეკორაციას.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: