ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებასა თუ აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.
ახლახან, ისინი სპორტულ-გასართობ ოლიმპიადაში - „მხიარულ სტარტებში“ მონაწილეობდნენ. საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ ორგანიზებული სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ჭიათურის მუნიციპალიტეტში ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ მასში ამავე მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლა მონაწილეობდა.
სპორტულ ღონისძიებაში კაცხის საჯარო სკოლის გუნდმა ღირსეულად იასპარეზა და პირველი ადგილი დაიკავა. შესაბამისად, მათ რეგიონალური თამაშების საგზური მოიპოვეს. ღონისძიების ორგანიზატორებმა მონაწილეებს სიგელები, ხოლო გამარჯვებულ გუნდს სპეციალური თასი გადასცეს.
კაცხის საჯარო სკოლის დირექტორმა - ნორა ბუცხრიკიძემ და სპორტის მასწავლებელმა - ვალერი სარალიძემ ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მადლობა გადაუხადეს. მათვე აღნიშნეს, რომ ღონისძიება საინტერესო და სახალისო იყო.
იხილეთ ვიდეო: