ხოჯორნის საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად იქცა 
25-11-2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და შემეცნებითი აქტივობებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ერთვებიან.

სასკოლო ცხოვრება განსაკუთრებით საინტერესოა პირველკასელებისთვის, მათთვის დაუვიწყარი იყო ანბანთან შეხვედრაც. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მშობლიური ენის ანბანის პირველი ასოს გაცნობის ტრადიცია ხოჯორნის სკოლაში ათეულ წლებს ითვლის.

გამონაკლისი არც წლევანდელი წელი იყო, პედაგოგმა - არმინე ხაჩატურიანმა და მშობლებმა ერთად დაგეგმეს შთამბეჭდავი ღინისძიება და მოსწავლეებისთვის ანბანის „შემობრძანება“, ნამდვილ დღესასწაულად აქციეს.

ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ: უფროსკლასელები, სხვადასხვა კათედრის წევრები და სკოლის დირექტორი რიმა გარიბიანი. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203