„პედაგოგი მოსწავლისთვის უნდა იყოს საიმედოობისა და უსაფრთხოების გარანტი“ - მერი დიასამიძე, საჩინოს საჯარო სკოლის დირექტორი
25-11-2024

მერი დიასამიძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოს საჯარო სკოლის დირექტორია, რომლისთვისაც უმთავრესია სკოლაში შექმნას უსაფრთხო გარემო და სივრცე, სადაც პედაგოგები უწყვეტი განვითარებისკენ მიისწრაფიან, მოსწავლეებს კი აქვთ მოტივაცია, რომ მიიღონ განათლება და იყვნენ წარმატებულები - მისი მთავარი მოტივაციაც არის: სკოლას ჰყავდეს  წარმატებული მოსწავლეები, კონფერენციებში გამარჯვებული მასწავლებლები და კმაყოფილი მშობლები. 

იხილეთ ბლიც-ინტერვიუ დირექტორ მერი დიასამიძესთან: 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- მოსწავლის, მასწავლებლის, მშობლის, სხვა დასაქმებულის უფლება-მოვალეობის დაცვას, პატივისცემაზე დაფუძნებულ გარემოს.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობა ნამდვილად კომპლექსური საკითხია. მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ღია, ახლო და თბილი კომუნიკაცია, პედაგოგი უნდა იყოს მოსწავლისათვის საიმედოობისა და უსაფრთხოების გარანტი. დადებითი ურთიერთობები გავლენას ახდენს ბავშვის ქცევით - ემოციურ და სოციალურ განვითარებაზე.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- არიან ზრდილობიანები, გააჩნიათ უფროს-უმცროსის პატივისცემა, წარჩინებით აბარებენ ეროვნულ გამოცდებს, ჩართული არიან სასკოლო აქტივობებში. 

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- გუნდურობას, ერთობლიობას, ურთიერთპატივისცემას, საქმისადმი გულისხმიერ დამოკიდებულებას პასუხისმგებლობის დიდ გრძნობას და პუნქტუალობას.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- სკოლას ყავდეს  წარმატებული მოსწავლეები, კონფერენციებში გამარჯვებული მასწავლებლები, კმაყოფილი მშობლები, განათლების მიღების ხელმისაწვდომობა , მიუხედავად მოსწავლის შესაძლებლობისა

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- ნოდარ დუმბაძის მოთხრობები და რომანები. 

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203