„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა სკოლის განვითარებაზე ზრუნვა, მოსწავლეთა წარმატებები“- ინგა ქარცივაძე, კვირიკეს N2 საჯარო სკოლის დირექტორი  
25-11-2024

ინგა ქარცივაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს N2 საჯარო სკოლის დირექტორია, რომლისთვისაც მოტივაციის მთავარი წყარო მოსწავლეთა წარმატებაა, ის ზრუნავს შექმნას გარემო, სადაც მოწაფეს მიუხარია. პატივისცემა და ნდობა კი ის მთავარი ფასეულობებია, რაც სასკოლო საზოგადოებასთან აკავშირებს, დიადი მიზნებით განათლების სადარაჯოზე დგას და ლიდერული თვისებებით სათავეში უდგას სკოლას. 

იხილეთ ბლიც-ინტერვიუ დირექტორ ინგა ქარცივაძესთან: 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- სკოლაში ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მოსწავლეს უჩნდება სურვილი უკან დაბრუნების, რადგან იცის რომ საკლასო ოთახში დახვდებიან სიყვარულითა და კეთილგანწყობით აღსავსე პედაგოგები.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- პატივისცემა, ნდობა, დაფასება.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...

- არიან კეთილგანწყობილნი როგორც ერთმანეთის, ასევე პედაგოგების მიმართ.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობას, რაც ხელს შუწყობს  მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებების აღზრდასა და ჩამოყალიბებას.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- სკოლის განვითარებაზე ზრუნვა, მოსწავლეთა წარმატებები.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- „ბიძია თომას ქოხი“, ჰარიეტ ბიჩერ სტოუს.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- სპორტული შეჯიბრებები, პროექტები, ვიქტორინები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203