ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათის საჯარო სკოლის დირექტორ ნინო მჟავანაძისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეთათვის უსაფრთხო, მათ საჭიროებებზე მორგებული გარემოს შექმნა, რისთვისაც თავს არ ზოგავს. ის აქტიურად ზრუნავს მოსწავლეთა ინტელექტუალურ, ფიზიკურ, სოციალურ და ემოციურ განვითარებაზე. სკოლის ხელმძღვანელი ასევე აუცილებლად მიიჩნევს მოსწავლეებთან მეგობრულ, პოზიტიურ და ნდობაზე დამყარებულ ურთიერთობებს.
etaloni.ge-ის ბლიც-კითხვებს სკოლის დირექტორი ნინო მჟავანაძე პასუხობს:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- გარემოს, სადაც მოსწავლე თავს გრძნობს დაცულად, ღირებულად, პოზიტიური სასწავლო გარემო უზრუნველყოფს ბავშვების ინტელექტუალურ, ფიზიკურ, სოციალურ და ემოციური განვითარებას.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ნდობაზე დაფუძვნებული მეგობრობა, პოზიტიური ურთიერთობა. ჩვენი განწყობა, ქცევა და დამოკიდებულება მოსწავლეებზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- მათში ვხედავ მაღალი ღირებულებების მქონე ადამიანს, რომლისთვისაც უმნიშვნელოვანესია სამშობლოს, ოჯახის, ქართული ტრადიციების, სახელმწიფო ენის, ისტორიისა და კულტურის პატივისცემა.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- ურთიერთპატივისცემას, თანამშრომლობას. საერთო ინტერესებითა და ღირებულებებით გაერთიანებული ძლიერი სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრის აქტიური ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში, სკოლის კეთილდღეობის გარანტია.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- თვალებანთებულ მოსწავლეებთან შეხვედრა, რომელთათვისაც უმნიშვნელოვანესია ყოველი სასკოლო სასიკეთო ცვლილება, მაძლევს მოტივაციას რომ მომავალი დღე შევუქმნა იმაზე კარგი ვიდრე წინა იყო.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- IV-VI კლასის მოსწავლეებს ვურჩევ წაიკითხონ გიორგი ლეონიძის „ჩვენი ჭერამი“; VII-IX კლასის მოსწავლეებს - ნოდარ დუმბაძის „ჰელადოს“; გოდერძი ჩოხელის - „დამიბრუნეთ ჩემი ირმები“.