კერძო სკოლა „მილენიუმის“ მეორეკლასელებმა პატრიოტულ თემაზე შექმნილი კომპოზიცია წარადგინეს
15-06-2018
რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმში“ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ქართველი ერი არასოდეს გადაჯიშდება“ გაიმართა.
II კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ხათუნა გოგილიძის ხელმძღვანელობით, მიწვეულ სტუმრებს უმასპინძელეს და პატრიოტულ თემაზე შექმნილი ლიტერატურული კომპოზიცია წარუდგინეს.
წელს საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.
100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მხოლოდ სამ წელს იარსება და 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ, არსებობა შეწყვიტა. ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს, 1918 წლის დეკლარაციის საფუძველზე აღადგინა. იხილეთ ფოტოები