თლუღის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
22-11-2024

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

სკოლაში წარმატებით მუშაობს „ბუნების დამცველთა წრე“, რომლის წევრებიც აქტიურ გარემოსდაცვით საქმიანობას ეწევიან. 

31 ოქტომბერს, თლუღის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ბუნების დამცველთა წრის“
მუშაობის ფარგლებში შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია შავი ზღვის მდებარეობის, მისი
მახასიათებლებისა და ბინადრების შესახებ. ისაუბრეს შავი ზღვის ეკოლოგიურ
პრობლემებზე. 

გეოგრაფიის მასწავლებელმა მოწაფეებს გააცნო ლურჯი ეკონომიკის
პრინციპები და შავი ზღვის მოსაზღვრე სახელმწიფოების ვალდებულებები შავი
ზღვის დაცვის საკითხში. ბიოლოგიის მასწავლებელი ასევე მოსწავლეებს ესაუბრა  შავ ზღვაში ბინადარი თევზების შესახებ.

მოსწავლეებმა იმუშავეს რუკაზე და გააკეთეს თემატური სახალისო  ინტერაქტიური სავარჯიშოები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203