შმაგი კუპატაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, მოსწავლეთა სპორტულ ღონისძიებებში ჩართულობა კი წახალისებულია.
19 ნოემბერს, ღვითორის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სპორტის პედაგოგ ხათუნა მოდებაძის ხელმძღვანელობით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებულ სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას შეუერთდნენ და მონაწილეობა მიიღეს სპორტულ-გასართობ ღონისძიებაში - „მხიარული სტარტები 2024“.
ღონისძიების ფარგლებში ერთმანეთს სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები შეეჯიბრნენ.
ღვითორის საჯარო სკოლის გუნდმა წარმატებით იასპარეზა მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობებში და მოიპოვა მეორე საპრიზო ადგილი.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა წარმოაჩინეს შესაძლებლობები, აიმაღლეს თანამშრომლობითი კულტურა. სკოლის დირექცია ულოცავს ამ გამარჯვებას სკოლას, პედაგოგებსა და მოსწავლეებს. მომავალშიც წარმატებას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: