ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშის საჯარო სკოლაში აქტიური და მიზანდასახული მოსწავლეები სწავლობენ.
ისინი საკუთარი მიღწევებით სასკოლო საზოგადოებას ხშირად ახარებენ. ამჯერად, სკოლაში მოსწავლე ნანა ცხვედიანის წარმატებით ხარობენ.
ის საფეხბურთო გუნდის „WFC რაჭა2020-ის“ წევრია. სასიხარულოა, რომ გუნდმა ხობის „კოლხეთთან" მატჩი 2:0 მოიგო. შედეგად კი, უმაღლეს ლიგაშია.
სკოლაში ნანა ცხვედიანს ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ.
„ვამაყობთ შენით, ჩვენო გოგო, წარმატებები“,- ასეთია სასკოლო საზოგადოების სურვილები.
იხილეთ ვიდეო: