ნოქალაქევის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული პროექტის ფარგლებში, კონფერენცია ჩატარდა 
26-11-2024

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება. 

19 ნოემბერს, ნოქალაქევის საჯარო სკოლაში, ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებლის - ნაირა ბერულავას ხელმძღვანელობით, პროექტის - „საქართველოს სამკურნალო მინერალური და თერმული წყლები - ბორჯომი, ნოქალაქევი, მენჯი“ ფარგლებში, კონფერენცია ჩატარდა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მთავარი იდეაა, გავუფრთხილდეთ ჩვენს დედამიწას, წყალს და დავიცვათ სამკურნალო წყლები.

პროექტში VIII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. გაიმართა ექსკურსია ბორჯომის, ნოქალაქევისა და მენჯის კურორტებზე.

მოსწავლეებმა კურორტრების შესახებ მოიძიეს შემდეგი ინფორმაცია

  •  ადგილმდებარეობა, კვლევა-ძიება, ისტორია;
  •  სამკურნალო წყლის ხმარების ტექნიკა, გამოყენება და შემცველობა;
  •  კურორტებზე მკურნალობის ჩვენება.

პროექტი შეაჯამა ხელმძღვანელმა - ნაირა ბერულავამ, რომელმაც ისაუბრა მოსწავლეთა აქტიურობაზე. აღნიშნა, რომ ასეთი პროექტების საშუალებით ხდება გარემოსადმი სათუთი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება, ბუნების სიყვარულის გაზრდა და ეკოცნობიერების  ამაღლება.

დასასრულს ჩატარდა ექსპერიმენტი - სამკურნალო წყლების ანალიზი. ყველა თერმული წყალი ვულკანური წარმოშობისაა, ამიტომ ცდა ვულკანის იმიტაციის, ამონიუმის ბიქრომატის დაშლით ჩატარდა.

 აღნიშნულ აქტივობას სკოლის დირექტორი ნანა ჯგერენაია და პედაგოგები ესწრებოდნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203