ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში, აქტივობა „შემოდგომა ფოთოლცვენის სიზმარია“ ჩატარდა. სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები საშემოდგომო თემატიკასთან დაკავშირებით, „ოთოს მარანს“ ესტუმრნენ.
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს მარანი, ძველი ქვევრები, ასევე ისინი გაეცნენ ღვინის დამზადების ტექნოლოგიებს.
ბავშვები ასევე თავად ჩაერთნენ თათარას მომზადებასა და ჩურჩხელების ამოვლებაში.
„მეორეკლასელებმა ღია სივრცეში მოაწყვეს შემოდგომის ღონისძიება, სიმღერით, ცეკვითა და ლექსებით მეტი ხიბლი და ლაზათი შემატეს შემოდგომის ბუნებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლა მადლობას უხდის პედაგოგს, თითეულ მშობელს და „ოთოს მარანს“ მიღებისთვის და საოცარი მასპინძლობისათვის.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: