Stop bullying! -  ნოქალაქევის საჯარო სკოლის მე-8 კლასელთა საინტერესო ინგლისურენოვანი პროექტი
26-11-2024

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

ახლახან, VIII კლასში, პედაგოგ მაია კანკავას ხელმძღვანელობით თემაზე - „ბულინგი“ განხორციელდა ინგლისურენოვანი პროექტი - Stop bullying! (A review of a film that deals with teenage problems).

მოსწავლეებმა შექმნეს პლაკატები, სადაც წარმოაჩინეს ბულინგის ტიპები, მიზეზები და შედეგები.  იმსჯელეს ბულინგის თავიდან აცილების გზებზე. თითოეული პლაკატიდან გამოყვეს მთავარი  სათქმელი. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს თინეიჯერთა პრობლემებსა და ბულინგის თემაზე გადაღებულ ფილმებზე. დამსწრეთ გააცნეს ფილმების რეჟისორები, მოქმედი პერსონაჟები, შინაარსი და ხაზგასმით განიხილეს  მთავარი იდეა.

პროექტის პრეზენტაციისას მსმენელებმა დადებითად შეაფასეს მოსწავლეთა ნამუშევრები და წარმატებები უსურვეს მათ. 

აღნიშნული პროექტიდან გამომდინარე, მოქალაქეობის მასწავლებელს - შორენა კიკაბიძეს გაუჩნდა იდეა, რომ მე-8 კლასელები ჩართოს ქალთა ძალადობის აღმოფხვრისათვის დაგეგმილ 16-დღიან კამპანიაში, სადაც ისინი წარადგენენ ბულინგის იმ  შემთხვევებს, რომელიც ეხებათ ქალებს, გოგონებს.

მასწავლებელმა - მაია კანკავამ, დაგეგმა ჩატარებული პროექტის swot ანალიზი, რომლის მიზანია მოსწავლეებს დაანახოს პროექტული სწავლების ძლიერი მხარეები. ასევე გაანალიზდეს ამ პროექტის მიმდინარეობისას გამოვლენილი სუსტი მხარეები, რომელიც გათვალისწინებული იქნება შემდეგ პროექტზე მუშაობისას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203