ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი, შემეცნებითი და შემოქმედებითი ღონისძიებები იმართება, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა თეა დარბაიძემ ჩატარდა ლიტერატურული საღამო.
ღონისძიებაზე, მე-11 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს რომანტიკოსების ბიოგრაფია და შემოქმედება, ისაუბრეს მათ დიდ ღვაწლსა და დამსახურებაზე ქართული ლიტერატურის ისტორიაში.
მოსწავლეები ღონიძიებაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ, მიიღეს ახალი ინფორმაცია, თავიანთი ცოდნა კი სასკოლო საზოგადოებას გაუზიარეს.
იხილეთ ფოტოები: