ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, სკოლაში, ჩატარდა ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო: „კაცად მაშინ ხარ საქები თუ ეს წესი წესად დარგე, ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხე, აბა დღეს მე ვის რა ვარგე“.
მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, მათ ასევე მწერლის შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს.
მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარებით სასკოლო საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა.
ეს დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.
იხილეთ ფოტოები: