გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართულ ანბანს ხალისით სწავლობენ  
26-11-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის საინტერესო და შემეცნებითი აქტივობების შეთავაზებას. 

სასკოლო ცხოვრება განსაკუთრებით საინტერესოა პირველკასელებისთვის, რომლებმაც წიგნიერების დიდ სამყაროში სულ ცოტა ხნის წინ შეაბიჯეს. 

ამჯერად, პატარები სახალისო აქტივობებით ეცნობიან ასო-ბგერებს.

მოსწავლეებმა ანბანს სწავლა-თამაშის მეთოდით ეუფლებიან, მათ სიტყვები დამარცვლით ამოიკითხეს და ჩაწერეს დაფაზე.

მასწავლებლის შეთავაზებულ აქტივობებში მოსწავლეები დიდი ინტერესით მონაწილეობდნენ და ხალისით მუშაობდნენ დავალებაზე. 

იხილეთ ვიდეო 1; ვიდეო 2

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203