ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებით თავგადასავალს ჰგავს, გაჯერებულია მრავალფეროვანი აქტივობებით, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება.
ამჟამად, მე-2 კლასში საპროგრამო მასალით ასტრიდ ლინდგრენის მოთხრობას - „როგორ იყიდა ულემ ელვა“ გადიან.
მე-2 კლასელმა ელენემ მოთხრობის ერთ-ერთი გმირის როლი მოირგო და ელვას ენით ამეტყველებული, მოყვა ვისთან ცხოვრობდა, როგორ ცხოვრობდა და რამ შეცვალა მისი ყოფა.
მოსწავლისთვის როლური თამაში მეტად სახალისო აღმოჩნდა, მოთხრობა კი სიღრმისეულად შეისწავლა, გაიაზრა მისი დედააზრი.