„განათლების სისტემა საქართველოში“ - დაბლაციხის საჯარო სკოლის მე-9 კლასში საინტერესო პროექტი განხორციელდა  
25-11-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციისა და განწყობის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის IX კლასში, რუსული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე განხორციელდა პროექტი სახელწოდებით, „განათლების სისტემა საქართველოში“.

მე-9 კლასის მოსწავლემ - ანასტასია ქავთარაძემ მასწავლებელ ლამზირა წიტაიშვილთან ერთად, როგორც გვიყვებიან, ბევრი საინტერესო რამ გაიგო და შეისწავლა.

მან პედაგოგის დახმარებით შექმნა კედლის გაზეთი, სადაც ცოდნა წარმოაჩინა.

ეს დღე ნაყოფიერი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ  სკოლა მცირეკონტინგენტიანია პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203