ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მეტად საინტერესო და დასამახსოვრებელია მრავალფროვანი ღონისძიებებით, რომლებშიც მოსწავლეები დიდი სიამოვნებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება გაომართა, მოსწავლეები წელიწადის ოქროსფერ სეზონს ამაღლებული განწყობით აცილებენ.
ღონისძიება სკოლაში 21 ნოემბერს გაიმართა.
მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა აღნიშნეს შემოდგომის დღესასწაული, სასკოლო სივრცე საშემოდგომო ნუგბარით გაამდიდრეს, ბავშვებმა კი შთამბეჭდავი სანახაობა დადგეს.
იხილეთ ფოტოები: