ასლი დიასამიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ახალშენის საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგია, რომლისთვისაც მოსწავლეებთან ურთიერთობისას ნდობა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, ბავშვების სიყვარულით გულანთებული ზრუნავს მათ წიგნიერებაზე და ენერგიას არ იშურებს, რომ მომავალ თაობას ხარისხიანი განათლება მისცეს.
იხილეთ ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ ასლი დიასამიძესთან:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- საიმედო სიყვარულით და მზრუნველობით სავსე, მოსწავლეთა საჭიროების მიხედვით აღჭურვილ გარემოს.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ნდობა, ეს დაბადებს დანარჩენს-სიყვარულს, მონდომებას, პატივისცემას, მიზანდასხულობას, საკუთარი თავის რწმენას და ა.შ.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- სუფთა და ლამაზი სულით აღზრდილად მიმაჩნია ისინი, უყვართ და ზრუნავენ ერთმანეთზე, სწორად აფასებენ ღირებულებებს.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- სწორად გაგებულ უფლება-მოვალეობებს და ზრუნავს მათ დაცვაზე.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- მოსწავლეთა თვალებიდან წამოსული სითბოა, რაც მაგრძნობინებს მათ მზაობას ჩემს მოსასმენად.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- ხოლმე არის მათი ინტელექტუალური შესაძლებლობიდან გამომდინარე ტექსტები, უპირატესობას ქართველ კლასიკოსებს ვანიჭებ, ისეთ ნაწარმოებებს, რომლებიც მათ აღზრდა-განვითარებას სწორი კუთხით წარმართავს, თუმცა ეს მოსწავლეთა ლიტერატურული გემოვნების საკითხიცაა.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- ყველა ღონისძიება მახარებდა, ვთვლი, მათი წყალობით ვარ ის, ვინც ვარ. დღესაც მიხარია, მიყვარს, ვზრუნავ, მინდა სხვებსაც უხაროდეთ, უყვარდეთ, ზრუნავდნენ...