მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო და შედეგზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, შემეცნებით-გასართობი ვიქტორინა ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელმა - ნაზი იოსელიანმა გამართა.
გუნდებად დაყოფილი მოსწავლეები ერთმანეთს როგორც საგანმანათლებლო შინაარსის კითხვების გამოცნობაში, ასევე სახალისო აქტივობებში ეჯიბრებოდნენ. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს.
აღსანიშნავია, რომ ვიქტორინის მონაწილე ყველა მონაწილე სამახსოვრო სერტიფიკატებით დაჯილდოვდა.
იხილეთ ფოტოები: