ჟდანოვის საჯარო სკოლა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
სკოლა არც თუ ისე დიდია, მაგრამ მიუხედავად ამისა პედკოლექტივი აქტიურადაა ჩაბმული სასკოლო და კლასგარეშე საქმიანობაში.
სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტში აქტიურად მონაწილეობენ და წარმატებებსაც აღწევენ.
13-დან 18 წლამდე ასაკის „ნორჩ ფეხბურთელებს“ 5 თასი აქვთ მოპოვებული. მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი ფრენბურთსა და მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრებებშიც. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის სპორტისა და ფიზიკური აღზრდის პედაგოგს ედგარ მნოიანს.
სკოლაში ყველა ღირსშესანიშნავ დღეს საზეიმო ღონისძიებები ეწყობა.
ქართული ენის მასწავლებელი ჰაიკანუშ თუმასიანი დაწყებით კლასებს ასწავლის. ის თავის აღსაზრდელებს სამშობლოს სიყვარულს უღვივებს და პატარებს თავიდანვე აჩვევს პატივისცემას.
V-VIII კლასების ქართული ენის მასწავლებელი აზნივ ხანჩალიან წინამორბედის საქმიანობას აგრძელებს და მოსწავლეებს ქართული ენის ცოდნას უღრმავებს.
IX-XII კლასში მოსწავლეები აქტიურად ეცნობიან ქართველი მწერლების ბიოგრაფიას და შემოქმედებას. მათ მასწავლებელი ნინო სვანიძე ხელმძღვანელობს, რომელმაც ინტელექტუალური თამაში „რა?სად?როდის?“ ჩაატარა.
სკოლაში აქტიურად ტარდება ღია გაკვეთილები და მასწავლებლებიც ტრენინგებსა და სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობენ.
ჟდანოვის საჯარო სკოლა აქტიურ მუშაობას აგრძელებს.
იხილეთ ფოტოები