მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული, მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა ქართული ენის ხარისხიან და სიღრმისეულ სწავლებას.
ამის ნათელი მაგალითია ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სერია.
მე-7 კლასის მოსწავლეებმა დადგეს მინი-სპექტაკლები სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების მიხედვით; მე-10 კლასის მოსწაცლეებმა ჩაატარეს პრეზენტაცია ქართული ენის შესახებ; თხა და ვენახი - ხელნაკეთი ყუთი მოძრავი სლაიდებით შექმნეს მე-3 კლასის მოსწავლეებმა; ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეებმა.
აქტივობებს მასწავლებლები - ნანული მახარაძე და ნაილა ალიევა ხელმძრვანელობდნენ.
ღონისძიებების სერია დაგვირგვინდა პროექტით -„ჩემი საქართველო“.
მეთერთმეტეკლასელმა მოსწავლეებმა მოამზადეს ილუსტრირებული, ხელნაწერი ბროშურები და ვიდეორგოლი საქართველოს ყველა კუთხის შესახებ, დაამზადეს საქართველოს რუკა, თავად დაგეგმეს, დაწერეს და ეტაპობრივად განახორციელეს პროექტი
აღსანიშნავია, რომ დღის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სიგელები.