„კაცი თუ გონიერია, სოფელი ღონიერია!“- შავსაყდრის საჯარო სკოლაში ვიქტორინა გაიმართა
25-11-2024

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდრის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ახლახან, იქ, პედაგოგ ნანა თეგაძის ხელმძღვანელობით, ვიქტორინა - „კაცი თუ გონიერია, სოფელი ღონიერია!“ გაიმართა. მასში მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

მონაწილეები ორ ჯგუფად დაიყვნენ. პირველი გუნდის სახელი იყო „კერკეტი კაკალი“, ხოლო მეორესი - „ოქროს არწივები“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა და თითოეული მოსწავლე აქტიურად ჩაერთო. კონკურსის დასასრულს, მონაწილეებს სიგელები გადაეცათ.

„მასწავლებლის მიზანი მოსწავლეებში ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარება გახლდათ, ვინაიდან ამ ფორმით ისინი სწავლობენ ერთად მსჯელობას და ერთმანეთის აზრის პატივისცემას. საბოლოო ჯამში, მასწავლებლის მიზანი წარმატებით განხორციელდა, მოსწავლეების მოტივაციამ მოიმატა და მათ მსგავს აქტივობებში ხშირად ჩართვის სურვილი გამოთქვეს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203