მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაიდარის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა თუ ღონისძიებაში მონდომებით ერთვებიან.
მათ შორის, ისინი ინტელექტუალურ თამაშში - „ტვინების ბრძოლაში“ მონაწილეობდნენ. პაექრობა სკოლაში გაიმართა, მოსწავლეებმა ცოდნა გამოავლინეს, კითხვებს მონდომებით უპასუხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა.
ბაიდარის საჯარო სკოლაში კი, მეგობრული სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული, სადაც მოსწავლეების განვითარებასა და მოტივირებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.
იხილეთ ვიდეო: