თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდრის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები თემატურად აღინიშნება.
გამონაკლისი, რასაკვირველია, არც ილია ჭავჭავაძის იუბილე ყოფილა. თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის ღვაწლი გაიხსენეს და შეაფასეს.
მათვე ლექსები და გამონათქვამები წაიკითხეს და ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, ასევე, ქვეყნის წინაშე მის დამსახურებაზე ისაუბრეს.
მოსწავლეებმა ნახეს და შეაფასეს ფილმი - „ილია ჭავჭავაძის ცხოვრება და მოღვაწეობა“. ღონისძიება ძალიან საინტერესო და შემოქმედებითი იყო. მას ნანა თეგაძე და მანანა ხუციშვილი ხელმძღვანელობდნენ.
„მოგვეცით მართალი სკოლა, ქართველის სულისა და გულის ამამაღლებელი, გონების გამხსნელი! სწავლა-განათლება თვითონ არის სათავე სიმდიდრისა, მაშასადამე, აქ არაფრის დაზოგვა არ უნდა, რომ ამ სათავიდან სიმდიდრის წყარო მოვადინოთ“,- ღონისძიებაზე ილია ჭავჭავაძის ეს სიტყვები ისმოდა.
იხილეთ ფოტოები: