რევაზ მარგიანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟალის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო აქტივობებში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერადაც, სკოლაში დიდი ჟრიამული და მხიარულება იყო. ამის მიზეზი კი პირველკლასელთა ღონისძიება გახლდათ, რომელიც შემოდგომას მიეძღვნა.
პატარებმა წელიწადის ოქროსფერი სეზონი, კლასის დამრიგებლის - მარიამ ზურებიანის ხელმძღვანელობით, მხიარულად გააცილეს. მოსწავლეებმა შემოდგომის შესახებ ისაუბრეს, ლექსები წაიკითხეს და დრო ნაყოფიარად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ საკლასო სივრცე ზღაპრულად - შემოდგმის ნობათითა და შესაბამისი დეკორაციით იყო მორთული.
იხილეთ ფოტოები: