სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის შესაბამისი აქტივობებით აღინიშნება.
ამჯერად, ტოლერანტობისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის კვირეულის ფარგლებში, VI-VII კლასებში ინგლისურ ენასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილის მიმდინარეობისას მოსწავლეებმა ნაადრევ ქორწინებაზე ისაუბრეს, საკუთარი აზრი დააფიქსირეს და ეს თემა გენდერულ ჭრილში განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციის და ვიდეორგოლის ჩვენება ორ ენაზე გაიმართა. გარდა ამისა, მოსწავლეებმა დაამზადეს კედლის გაზეთები და შემდგომ სასკოლო სივრცეში გამოფინეს. მათვე ორენოვან ბროშურებზე იმუშავეს და საზოგადოებას დაურიგეს.
გაკვეთილის მიზანი მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება და ინფორმირება გახლდათ.
აქტივობებს პედაგოგები - ჟანა მირცხულავა და თემიდა მიქავა უძღვებოდნენ.
იხილეთ ფოტოები და ვიდეოები: