ნამაშევის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მართლწერის კონკურსი ჩატარდა 
25-11-2024

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლაში პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, შემეცნებით და შემოქმედებით აქტივობებს სთავაზობენ, რაც მათ დიდი ინტერესს იწვევს.

ამჯერად, ინგლისური ენის მასწავლებლებმა - ნატო ონიანმა და ლელა სხილაძემ ჩაატარეს მართლწერის კონკურსი ინგლისურ ენაში - Spelling Bee, რომელშიც მონაწილეობდნენ VI - XII კლასის მოსწავლეები.

კონკურსის მიზანი იყო გაეზარდა მოსწავლეთა მოტივაცია და გამოევლინა საუკეთესო მოსწავლე, რომელიც უშეცდომოდ დაწერდა სხვადასხვა სირთულის ინგლისურ სიტყვას.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ ინგლისური ენის სპეციფიკიდან გამომდინარე, სიტყვების მართლწერა და წარმოთქმა ერთმანეთს არ ემთხვევა, ამიტომ აუცილებელია, ბავშვებს გამოუმუშავდეთ უცხო სიტყვათა სწორად წერისა და წარმოთქმის უნარი.

აღსანიშნავია, რომ კონკურსი ჩატარდა ორ კატეგორიაში. გამარჯვებულები სკოლის დირექტორმა, ხათუნა ხარაბაძემ, სერტიფიკატებით დააჯილდოვა.

VI – VIII კლასებიდან დაჯილდოვდნენ შემდეგი მოსწავლეები:

I ადგილი - ქეთი ფაიქიძე;
II ადგილი - მარიამ ჩიხლაძე;
III ადგილი - ნიკოლოზ ლიპარტელიანი.

IX - XII კლასებიდან კი:

I ადგილი - ნინო ზურაბიანი;
II ადგილი - ლუკა ონიანი;
III ადგილი - ხატია ჯამბურიძე.

„ჩვენს საყვარელ მოსწავლეებს ვულოცავთ ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ“, - აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს წინსვლას უსურვებენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203