ქუთაისის N12 სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები ფიზიოლოგიის სასწავლო ექსპერიმენტალურ ლაბორატორიას ესტუმრნენ
25-11-2024

ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ის აქტივობები, რომლებსაც დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები (ბიოლოგიის პედაგოგი: დ. კუჭუხიძე) აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში - ფიზიოლოგიის სასწავლო ექსპერიმენტალურ ლაბორატორიას ესტუმრნენ.

პროფესორი ი. ჯულაყიძე მოსწავლეებს ესაუბრა „ნერვულ სისტემაზე და თავის ტვინის შემსწავლელ მეთოდების“ შესახებ, შემდეგ ბავშვები დაესწრნენ გაკვეთას, რომელიც ჩაუტარდა ვირთაგვას.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს ვივარიუმი - სადაც თავმოყრილია სხვადასხვა ცხოველი საჩვენებლად ან მათზე ცდების საწარმოებლად.

ეს დღე ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა თითოეული მოსწავლისთვის.

„მადლობა ბატონ ირაკლის საინტერესო გაკვეთილისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203