ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და შემეცნებით ინიციატივებს სთავაზობენ.
ამჯერად, დაწყებითი კლასის მასწავლებელმა, ნათია ბენდელიანმა, I-II კლასებში განახორციელა პროექტი თემაზე - „შემოდგომის ფერები“.
მოსწავლეებს ჩამოუყალიბდათ წარმოდგენები წელიწადის დროებზე. მათ ბუნებაზე, გარემოზე დაკვირვების შედეგად დააზუსტეს და განსაზღვრეს საკუთარი წარმოდგენები სეზონებზე.
პატარებმა გაიგეს თუ რა ცვლილება ხდება შემოდგომაზე ბუნებაში, რატომ იცვლიან ფოთლები ფერებს, რა არის შემოდგომის ნობათი და ა.შ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარები ასევე დაეუფლნენ ჯგუფური მუშაობის ხერხებს.
პროექტის დასასრულს მოეწყო ღონისძიება, სადაც მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს შთამბეჭდავი ქორეოგრაფიული ნომრები.
სკოლაში განსაკუთრებულ მადლობას უხდიან სკოლის ქორეოგრაფს - ავთანდილ ქუთათელაძეს, ასევე მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის.