მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.
შესაბამისად, სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, სამოქალაქო განათლების მასწავლებლის ინიციატივით, პედაგოგთა და მოსწავლეთა ჩართულობით, საინტერესო, დამაფიქრებელი აქტივობები განხორციელდა.
სკოლაში, მოეწყო მწერალ რ. პალაციოს ნაწარმოების მიხედვით შექმნილი ფილმის „საოცრება“ ჩვენება. ფილმი „საოცრება“ მოგვითხრობს პატარა ბიჭის შესახებ, რომელიც იბრძვის იმისთვის, რომ დაიმკვიდროს თავისი ადგილი სკოლასა და საზოგადოებაში.
ფილმის მთავარი თემა არის ტოლერანტობა, ურთიერთპატივისცემა. ფილმის დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ.
ეს დღე ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეთათვის.
იხილეთ ვიდეო ბმულზე