გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პროფესიონალი პედაგოგების ხელმძღვანელობით აქტიურად ეხმიანებიან მნიშვნელოვან თარიღებს და საინტერესო, შემეცნებით და შემოქმედებით აქტივობებს მართავენ.
ცხადია გამონაკლისი არც ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე იყო.
ამ დღესთან დაკავშირებით, XIბ კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი, სახელწოდებით - „ჩვენ ვსწავლობთ ილია ჭავჭავაძეს“.
მოსწავლეებმა გაიხსენეს დიდი ილიას ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები, „გააცოცხლეს“ მისი უკვდავი შემოქმედება და ისაუბრეს მის როლზე ქართველი ერის წინაშე.
ღონისძიებას პედაგოგი ნონა ტერტერაშვილი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ვიდეო: