გორის N4 საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი ჩატარდა
15-06-2018
გორის N4 საჯარო სკოლის მე-5ბ კლასში მათემატიკაში შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩატარდა.
სასწავლო პროცესს მასწავლებელი ლეილა ხმიადაშვილი ხელმძღვანელობდა.
გაკვეთილის თემა იყო - „წილადის ძირითადი თვისება“.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი იყო მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით დატვირთული. მოსწავლეები სასწავლო პროცესში მონდომებით ჩაერთვნენ და იაქტიურეს, იმუშავეს, როგორც ჯგუფურად ისე ინდივიდუალურად, წილადის ძირითად თვისებაზე იმსჯელეს, დავალებები გააკეთეს და კლასთან ერთად განიხილეს. იხილეთ ფოტოები