გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგების ხელმძღვანელობით აქტიურად ერთვებიან საინტერესო საგანმანათლებო ინიციატივებში და ახალ გამოცდილებას იძენენ.
ამჯერად, საქართველოს განათლების სამინისტროს და ხელბურთის ფედერაციის ორგანიზებით განხორციელდა ფართო მასშტაბიანი სპორტულ-საგანმანათლებლო პროექტი, სადაც ჩართული იყო ზერტის საჯარო სკოლაც.
ამ პროექტის ფარგლებში, 10 ნოემბერს ზერტის სკოლის VII, VIII და IX კლასების მოსწავლეები დაესწრნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშს ხელბურთში.
მოსწავლეები დაუვიწყარი ემოციებით აივსნენ და შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ შინ.
იხილეთ ფოტოები: