ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება.
ამჯერად, სკოლის მე-3 ბ კლასში ღონისძიება „ამას ჩვენი დალოცვილი შემოდგომა ჰქვია“ ჩატარდა, რომელსაც მასწავლებელი ცისანა ხუჭიაშვილი ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
„მართლაც უჩვეულო ფერადი და შემოქმედებითი გარემო შეიქმნა. ბავშვებმა წარმოადგინეს მონტაჟები, შეასრულეს სიმღერები და ამოავლეს ჩურჩხელები თათარაში“, - გვიყვებიან სკოლაში.
აქტივობებში ისინი დიდი ხალისითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: