ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
კლასში ღონისძიება გაიმართა, რომლიც „ა“ ასო-ბგერას მიეძღვნა. მას მასწავლებელი ანა აბრაჰამიანი უძღვებოდა.
გაკვეთილის მიზანი ასო-ბგერა ა-ს სწავლება, ასევე, მოთხრობის, წინადადების, სიტყვისა და ბგერის შესახებ ცოდნის განმტკიცება გახლდათ.
საზეიმო გაკვეთილ-ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წინასნბანო პერიოდში დაგროვილი ცოდნა გამოავლინეს, ასო-ბგერა „ა“ ისწავლეს, ლექსები წარმოთქვეს, იმღერეს და გამოცანები თქვეს.
ღონისძიება საინტერესო და მრავალფეროვანი იყო.
იხილეთ ფოტო: