ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის კლუბმა „წიგნიერთა თაობამ“ ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეს ლიტერატურული ღონისძიება მიუძღვნა  
26-11-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ახალშენის საჯარო სკოლაში აქტიურად მუშაობს სასკოლო კლუბი „წიგნიერთა თაობა“, რომელიც სასკოლო საზოგადოებას ლიტერატურული ღონისძიებებით ანებრივებს. 

ცხადია, კლუბის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე, რომელსაც ლიტერატურული ღონისძიება მიეძღვნა. 

მოსწავლეებმა ყველასთვის საყვარელი მწერლის, გამორჩეული ნაწარმოები - „პეპი გრძელწინდა“ განიხილეს, მისი უკვდავი შემოქმედება „გააცოცხლეს“ და ეს დღე საზეიმოდ აღნიშნეს. 

„აქვს წითელი თმები,
 დიდი კიკინები, 
წინდებით და ჭორფლებით,                       
ვინ არის თუ ხვდებით?“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა ლიტერატურული ღონისძიება ქვემო ახალშენის საჯარო სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203