ქუთაისის N35 სკოლის თეატრალურმა კლუბმა ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში სალონური ტიპის ღონისძიება გამართა
25-11-2024

ქუთაისის N35 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგების ხელმძღვანელობითა და შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების აქტიურობით, სკოლის ისტორიაშია დაუვიწყარი დღეები იწერება.

სკოლის თეატრალური კლუბ -„პიგმალიონის“ წევრებმა მასწავლებლებსა და დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე აჩუქეს.

მათ ზ.ფალიაშვილის მემორიალურ მუზეუმში გამართეს სალონური ტიპის ღონისძიება სახელწოდებით - „ჩვენ გვიყვარს კლასიკა იოანე და მისი მეგობრები“.

აღსანიშნავია, რომ საფორტეპიანო ნაწარმოებები შეასრულა 35-ე საჯარო სკოლის XI კლასისა და მ.ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის საფორტეპიანო განყოფილების მე-9 კლასის მოსწავლე იოანე ბაზანოვმა, პედაგოგ ლედა კანკავას ხელმძღვანელობით. 

დამსწრეთა წინაშე წარდგნენ ასევე კლუბის - „პიგმალიონის“ შემოქმედი მოსწავლეები თავიანთი ლექსებითა და მოთხრობებით.

მომღერალმა „პიგმალიონელებმა“ შეასრულეს სხვადასხვა კომპოზიტორის სიმღერები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საღამოს ჰყავდა მიწვეული სტუმარი, 12 წლის იესე სანიკიძე, რომელმაც ვიოლინოზე შეასრულა კომპოზიტორ თომას ნიუმანის პიესა - „ქალის სურნელი“.

ღონისძიებას კიდევ უფრო მეტი ხიბლი შესძინა იმ ფაქტმა, რომ ის ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ მუზეუმში გაიმართა, სადაც სასკოლო საზოგადოებას შესანიშნავი მასპინძლობა გაუწია მუზეუმის დირექტორმა მარინე სულაქველიძემ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების მონაწილეებმა საინტერესო და ემოციური საღამო აჩუქეს მიწვეულ სტუმრებს, რომლებმაც მადლობა გადაუხადეს მათ მიღებული სიამოვნებისთვის. 

თეატრალური კლუბ -„პიგმალიონის“  ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაგდა ზარანდია გახლავთ, რომელიც მოსწავლეთა შემოქმედებით განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203