ხორშის საჯარო სკოლის მე-6 კლასელებმა არჩილ სულაკაურის მოთხრობის ალტერნატიული დასასრული შექმნეს და კომპლექსური დავალება სამაგალითოდ შეასრულეს
26-11-2024

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორშის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, მეექვსე კლასში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, კომპლექსური დავალების შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა. მოსწავლეებმა კლასში არჩილ სულაკაურის მოთხრობაში - „ბიჭი და ძაღლი“ გადმოცემული ამბის წინა ვითარების ამსახველი ეპიზოდი წარადგინეს. ისაუბრეს თემაზე „მურა ნაგაზის თავგადასავალი ბიჭთან შეხვედრამდე“. მათვე შეცვალეს მოთხრობის დასასრული და თხრობა განაგრძეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ უდიდესი მონდომებით იმუშავეს, ძალიან საინტერესო ნამუშევრები დაამზადეს, ტექსტის გარშემო იმსჯელეს და დაამუშავეს. მოსწავლეებმა შემოქმედებითი წერის უნარიც გამოავლინეს. 

„ნამუშევრები იყო მრავალფეროვანი. ჩანდა მოსწავლეთა შემოქმედებითი და ფანტაზიის უნარები, მათ შეძლეს შეექმნათ საინტერესო ეპიზოდები. მოსწავლეთა პრეზენტაციები, კლასში არსებული თვალსაჩინოებები, გეგმები თავების მიხედვით, პერსონაჟის რუკა, ტექსტის შესაბამისი ნახატები იყო საინტერესო და შინაარსიანი“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203