თბილისის N103 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა არაფორმალური განათლების პროექტებში წახალისებული და მხარდაჭერილია, რაც როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის ამაღლებას, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას ემსახურება.
შესაბამისად, სკოლის მოსწავლეები ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი და მამოტივირებელ საგანმანათლებლო ტესტებს ხალისითა და დიდი შემართებით ასრულებენ.
მოწაფეთა სახელზე არაერთი წარმატებაცაა.
ახლახან, სკოლის IIდ კლასის მოსწავლეებმა, გაბრიელ აფციაურმა და მართა ქევხიშვილმა (დამრიგებელი: ნატალი წიკლაური), izrune.ge-ს განმავითარებელ ტესტებში უმაღლესი ქულები მოიპოვეს. ასევე, ნოემბრის შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომები დაიმსახურეს.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მათ ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ, მათ ამ წარმატებას და კიდევ მეტ წინსვლას ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტო: