თბილისის N133 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა ფინანსური წიგნიების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ და ამ მიმართულებით ბავშვებს არაერთ აქტივობას სთავაზობენ.
შესაბამისად, სკოლაში დაზოგვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პროექტის -„მოიწვიე ფინედუ კლასში“ ფარგლებში, თბილისის N133 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მოქალაქეობის გაკვეთილზე (პედაგოგი: ხატია ჭალიძე), „ფინედუს“ დესპანი დიანა ტოგოევი ესტუმრა, რომელმაც მე-8ვ კლასის მოსწავლეებისთვის თამაშზე დაფუძნებული სწავლების მეთოდით სახალისო და გამორჩეული აქტივობა ჩაატარა.
შეხვედრის შემდეგ სკოლას საჩუქრად გადაეცა სპეციალური სამაგიდე თამაში სახელწოდებით - „ფინანსური ასოციაციობანა“.
„დიდი მადლობა FinEdu - ფინედუს თანამშრომლობისთვის, ქალბატონ დიანას საინტერესო და დასამახსოვრებელი შეხვედრისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ფინანსური განათლების მიმართულებით არაერთ აქტივობას ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები: