მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფარის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი ღონისძიებით აღინიშნება.
ამჯერად, იქ ლამაზი ღონისძიება „პოეტების მეფის“ გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეს მიეძღვნა. სკოლაში წარმოდგენილი იყო მინიატურული დადგმა და გარკვეული როლების ერთგვარი გათამაშება. სასკოლო საზოგადოებამ დიდი პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრა.
დღემ ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა, ამაზე კი ის დადებითი გამოხმაურებებიც მეტყველებს, რაც ღონისძიებას მოჰყვა.
„იფარის საჯარო სკოლაში ტრადიციულად აღინიშნა ეს ბევრისმთქმელი თარიღი. იყო ბევრი მოწონება და და ბევრი გულიანი ღიმილი, როგორც მოსწავლე-აღსაზრდელების, ისე კოლეგა-მასწავლებლების მხრიდან“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: