წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, საინტერესო ღონისძიებები იმართება.
ამჯერად, იქ ინტელექტ-ჩემპიონატი - „რა? სად?როდის?" გაიმართა. მასში სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით, საბაზო და საშუალო საფეხურის შვიდი გუნდი მონაწილეობდა.
ორი რაუნდისა და თორმეტი შეკითხვის შემდეგ, კომპეტენტურმა და მიუკერძოებელმა ჟიურიმ გამარჯვებული გამოავლინა. „ჭკვიანი ბუ" და სიგელი - „რა? სად?როდის? 2024", საშუალო საფეხურის მე-10 კლასის გუნდს გადაეცა.
იხილეთ ფოტოები: